კიტეიშვილის „შტურმი“ „ატალანტასთან“ განადგურდა

0
17

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში ბერგამოში „ატალანტას“ შეხვდა და უშანსოდ წააგო.
მასპინძლებს ორი ტაიმის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ და გასაკვირი არაა, რომ ავსტრიელებს 45 უპასუხო ბურთი გაუტანეს. გარდა ამისა, „ატალანტას“ სამი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-12 წუთზე გრაცელთა მცველი თავის საჯარიმოში პასს თანაგუნდელს აძლევდა, მაგრამ ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რასაც მარცხნიდან საჯარიმოში მყოფი ძაპაკოსტას გადაცემა და რეტეგის გოლი მოჰყვა – 1:0.
58-ე წუთზე კუადრადომ „შტურმის“ საჯარიმოში ბურთი მიიღო და მისი პასის მერე, პაშალიჩმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0. 63-ე წუთზე კარის წინ მდგომმა დე კეტელარმა ბურთი გრაცელთა მცველისგან მიიღო და გატანა არ გაჭირვებია – 3:0.
90-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა დე კეტელარმაზუსტი გადაცემა გაუკეთა ავსტრიელთა საჯარიმოში ლუკმანს, რომელმაც თავით გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლუკმანამ სოლო გარღვევის დროს რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა და ბურთი ბრეშიანის გადააწოდა, რომელიც საჯარიმოშ საუცხოო ფინტით მცველს გაცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 5:0.
„შტურმი“ 3 ქულით 36 გუნდში 31-ე ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.
ლაშა თაბაგარი