როდრი: „ოქროს ბურთმა“ ჩემი ცხოვრება შეცვალა“

0
58

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის განცხადებით, „ოქროს ბურთის“ მოგებამ მისი ცხოვრება შეცვალა.
„დიახ, „ოქროს ბურთის“ მოგებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამის შესახებ ჩემს ახლობელ ადამიანებს ვესაუბრე. შესაძლოა, მაშინ ამას ვერ ვიაზრებდი, როდესაც მოვიგე. ახლა საზოგადოებაში ისე ხშირად ვერ ვჩნდები. ბევრ რამეს ვერ ვაკეთებ, რასაც ადრე ვაკეთებდი.
თუმცა, ამას თავისი საპატიო მიზეზი აქვს, რაც იმ აღიარებაში მდგომარეობს, რომელიც მივიღე. ამის მიუხედავად ეს დაუვიწყარი მომენტია“ – იუწყება როდრის ნათქვამს გამოცემა AS.
როდრიმ 2023-2024 წლების სეზონში „სიტისთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი მოიგო, ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2008 წლის შემდეგ როდრი ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. გარდა ამისა, ლეგენდარული ესპანელი ლუის სუარესის შემდეგ, რომელიც ამ ჯილდოს 1960 წელს დაეუფლა, როდრი პირველი ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლაშა თაბაგარი