სერჟიო კონსეისაუ: „ჩემს კარიერაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“

0
91

სერჟიო კონსეისაუს მიაჩნია, რომ „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ იტალიურ კლუბში ოფიციალური წარდგენის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ძალიან ამაყი ვარ და მიახარია, რომ ასეთ დიდ კლუბში მუშაობის საშუალება მაქვს. ჩემი კარიერაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ისევე როგოც ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებისთვის. გულშემატკივრები კლუბის სული და გულია, რომელთა გარეშე ყველაფერი რთულდება. აქ რადგან ჩამოვედი ე.ი. ყველაფერი ისე არ იყო როგორც საჭიროა.
დროის დაკარგვა არ შეიძლება, რადგან რამდენიმე დღეში „იუვენტუსთან“ მნიშვნელოვანი თამაში (იტალიის თასის სუპერთასი, რედ.) გვაქვს. თუმცა, არ ვწუწუნებთ და არ ვცდილობთ თავი გავიმართლოთ.
ზაფხულში წავიკითხე, რომ ჩემით რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა. აქ საშუალება მაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვავარჯიშო. ამიტომ, არ შემეძლო მეთქვა – „არა“.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი 2017-2024 წლებში „პორტუს“ ავარჯიშენდა, რომელსაც 11 ტიტული მოაგებინა – სამჯერ ჩემპიონობა, ოთხჯერ პორტუგალიის თასი, ერთხელ ლიგის თასი, ხოლო სამჯერ სუპერთასი.
სერჟიო კონსეისაუ კარეირის განმავლობაში ასევე პორტუგალიის „ოლიანენსეს“, „აკადემიკას“, „ბრაგას“, „ვიტორია გიმარაეშს“ და საფრანგეთის „ნანტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი