საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ თავდამსხმელი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია, ხოლო ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემი.
ამერიკული კლუბი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენას იანვარში ეცდება და თუ ვერ მოახერხა, მაშინ ნეიმარი „ინტერ მაიამის“ 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მას „ალ ჰილალთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში უმთავრდება. სხვათა შორის, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ბრაზილიელმა თანაგუნდელებს აცნობა, რომ კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებდა.
ნეიმარმა მიმდინარე სეზონში „ალ ჰილალში“ მხოლოდ ორჯერ ითამაშა, რადგან ერთი წლის განმავლობაში მუხლის ჯვარედინი მყესის და მენისკის ტრავმას მკურნალობდა.
ლაშა თაბაგარი





