პალმერი „ჩელსის“ ახალი რეკორდსმენია

0
78

კოულ პალმერმა კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით ლონდონის „ჩელსის“ ახალი რეკორდი დაამყარა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში შინ „ფულემთან“ 1:2 წაგებულ შეხვედრაში, მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 22 წლის ფეხბურთელმა გაიტანა. მან 2024 წელს ყველა ტურნირში მეტოქეთა კარი 26-ჯერ აიღო და ნიდერლანდელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 2001 წელს თავი 25-ჯერ გამოიჩინა. ცნობისთვის, „ჩელსიმ“ ბოლო 45 წლის მანძილზე შინ „ფულემთან“ პირველად წააგო, ხოლო არსებობის ისტორიაში მესამედ. ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში ლონდონელები ერთხელ დამარცხდნენ. მანამდე, 6 თამაში მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.
ლაშა თაბაგარი