მიქელთაძე იაპონიაში ითამაშებს

0
72

ბექა მიქელთაძე კარიერას იაპონიის რანგით მეორე ლიგის იამაგიტას „მონტედიოში“ გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების შემდეგ გააფორმებს.
მიქელთაძემ გასული სეზონი სამხრეთ კორეის „გუანჯოუში“ გაატარა, სადაც ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
„გუანჯოუს“ გარდა, მიქელთაძე „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“,  „რუსთავში“, კვიპროსის „ანორთოსისში“, რუსეთის „რუბინში“ და „როტორშ“ი“,  ბერძნულ „ქსანთიში“ და ავსტრალიის „ნიუკალს ჯეთსში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი