გაგუას მეორე გოლი ხორვატიაში

0
56

გიორგი გაგუამ ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-18 ტურში „ისტრა“, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გამოდის სტუმრად „ოსიეკს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 2;0 იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2.
გაგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მარცხენა ფლანგიდან შეჭრილი თანაგუნდელის პასის შემდეგ, ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მან ამ სეზონში მეტოქეთა კარის ორჯერ აღების გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა. „ოსიეკმა“ ერთი ბურთი 64-ე წუთზე გაქვითა, ხოლო ორ წუთში „ისტრას“ კიდევ ერთხელ დალაშქრა. „ისტრა“ 19 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში “ვიტესი” სტუმრად პსვ II-თან 4:6 დამარცხდა. არნემელებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. “ვიტესს” ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ ქულები დააკლეს და მინუს 8 ქულით ბოლო მე-20 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი