საფრანგეთის ლიგა 1–ის ბინადარ „სენტ-ეტიენს“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, ეირიკ ჰორნელანდი გაწვრთნის. 49 წლის ნორვეგიელმა სპეციალისტმა ოლივიე დალოლიო შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან მიმდინარე კვირაში გაათავისუფლეს.
„სენტ-ეტიენში“ დანიშვნამდე ჰორნელანდი მხოლოდ ნორვეგიაში მუშაობდა, სადაც „ჰაუგესუნდს“, „რუსენბორგს“, ხოლო 2021-2024 წლებში „ბრანს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი




