გოჩოლეიშვილის გუნდი “ჰაიდენჰაიმს” შეხვდება, დვალის – “ცელიეს”

0
50

დღეს, გამართული კენჭისყრის შემდეგ უეფას კონფერენს ლიგის 1/8–ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ:
“კოპენჰაგენი” (დანია) – “ჰაიდენჰაიმი” (გერმანია)
“ცელიე” (სლოვენია) -აპოელი (კვიპროსი)
“გენტი” (ბელგია) -“ბეტისი” (ესპანეთი)
“ომონია” (კვიპროსი) – “პაფოსი” (კვიპროსი)
“ბაჩკა ტოპოლა” (სერბეთი) – “იაგელონია” (პოლონეთი)
“ვიკინგური” (ისლანდია) -“პანათინაიკოსი” (საბერძნეთი)
“მიოლდე” (ნორვეგია) – “შემროკ როვერსი” (ირლანდია)
“ბორაცი” (სერბეთი) – “ოლიმპია”(სლოვენია)
შეგახსენებთ, რომ “კოპენჰაგენში” საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ცგამოდის, ხოლო აპოელში – ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელი ლაშა დვალი.
პლეი-ოფის კენჭისყრა 20 დეკემბერს გაიმართება. პლეი-ოფის პირველი თამაშები 2025 წლის 13 თებერვალს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 20 თებერვალს. წყვილების 8 გამარჯვებული 1/8-ფინალში პირდაპირ გასულ გუნდებს შეუერთდება. 1/8-ფინალის კენჭისყრა 21 თებერვალს ჩატარდება.
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდნენ გუნდები, რომლებმაც 36-გუნდია ცხრილში პირველიდან მერვე ადგილი დაიკავეს:
“ჩელსი” (ინგლისი), “გიმარაეში” (პორტუგალია), “ფიორენტინა” (იტალია), “რაპიდი” (ავსტრია), “დიურგარდენი” (შვედეთი), “ლუგანო” (შვეიცარია), “ლეგია” (პოლონეთი), “სერკლ ბრიუგე” (ბელგია).
ლაშა თაბაგარი