გოცირიძე „ლოკომოტივს“ დაემშვიდობა

0
56

რევაზე გოცირიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისის „ლკოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 1.5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ რევაზ გოცირიძემ თბილისის ლოკომოტივი დატოვა. ძალიან კრიტიკულ მომენტში გუნდი ჩაიბარა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეუნარჩუნა. მისი მწვრთნელობის პერიოდში არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა პირველ გუნდში გამოჩენის შანსი. მადლობას ვუხდით გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“.
გოცირიძე „ლოკომოტივს“ სათავეში 2023 წლის მაისში ჩაუდგა, როდესაც გუნდი ლიგაში ბოლო ადგილზე იყო და გავარდნას გადაარჩინა. მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში თბილისელებმა 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავეს.