მიქაუტაძემ პსჟ-ს გაუტანა და დონარუმასთან იკამათა

0
59

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. მე-15 ტურში „ლიონი“ გასვლაზე გათამაშების ლიდერ პსჟ-ს შეხვდა და 1:3 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მე-40 წუთზე ჩერკის გამოზომილი პასის შემდეგ, დონარუმასთან პირისპირ დარჩენილმა იტალიელ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 1:2.  მიქაუტაძემ ანგარიშის შემცირების შემდეგ კარში შევიდა და ბურთიანად მოედნის ცენტრისკენ გამოემართა, მაგრამ გზად მიმავალი დონარუმამ წააქცია. ამის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა იკამათეს, თუმცა ერთმანეთს სერიოზულად არ დაპირისპირებიან. საბოლოოდ მსაჯმა ორივე გააფრთხილა. ქართველი ფეხბურთელი 66-ე წუთზე შეცვალეს.
აქვე გეტყვით, რომ პსჟ-დან მე-8 წუთზე ანგარიში დემბელებ გახსნა, ხოლო მე-14 წუთზე ვიტინიამ პენალტი გამოიყენა. 88-ე წუთზე პარიზელებიდან მეტოქის კარი გონსალუ რამუშმა აიღო. „ლიონი“ 25 ქულით საფრანგეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი