გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მე-19 ტურში “ლევანტე”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის შინ “კორდობას” შეხვდა და წაგება ხელიდან მსაჯის მიერ ძირითად დროში დამატებულ წუთებში გაუშვა.
ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 72-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, პენალტი ზუსტად შეასრულა. გიორგი, რომლის ანგარიშზე 4 გოლის გარდა, 3 საგოლე პასია 85-ე წუთზე შეცვალეს. “კორდობამ” ქულა 94-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის გამოყენების შემდეგ გადაარჩინა. “ლევანტე”, რომელიც ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის, 30 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





