ვლადიმირ ვაისი: „ატლეტიკოსთან“ შეწინააღმდეგება რთულია“

0
70

ბრატისლავას „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის განცხადებით, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ შეწინააღმდეგება ძალიან რთულია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურში სტუმრად 1:3 დამარცხების შემდეგ გაანცხადა.
„ჩვენ ისევ წავაგეთ. თამაშამდე როგორც ვთქვი კარგი შთაბეჭდილების დატოვება გვინდოდა. „ატლეტიკოში“ საუცხოო ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად, გრიზმანი ან დე პაული, რომლებთან შეწინააღმდეგება რთულია“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა.
განვლილ შეხვედრაში „სლოვანის“ შემადგენლობაში ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარi