ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს მე-16 ტურში „ბეტისთან“ მატჩში არასათანადო ქცევისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრა.
გერმანელი სპეციალისტი მსაჯთან კამათისთვის გააძევეს და „ბარსელონას“ 10 დღე აქვს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.
ფლიკმა არბიტრ ალეხანდრო რუისთან კამათი მას მერე დაიწყო, რაც ფრენკი დე იონგმა „ბეტისის’ თავდამსხმელ ვიქტორ როკესთან იუხეშა და პენალტი დაინიშნა.
ლაშა თაბაგარი





