თეთრაძე სამუშაოდ რუსეთში დაბრუნდა

0
42

ომარ თეთრაძე რუსეთის რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „უფას“ სპორტულ დირექტორად დანიშნეს, რის შესახებ Metaratings.ru იუწყება. 55 წლის სპეციალისტი უფელებთან კონტრაქტს 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე გაწვრთნის და ევგენი ხარლაჩოვს შეცვლის. ბოლოს თეთრაძე თბილისის „იბერიას“ (ყოფილი „საბურთალო“) ავარჯიშებდა, რომლიდან 2023 წლის სექტემბერში დაითხოვეს.
აქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო, სადაც საბჭოთა კავშირის პირველობაზე თბილისის “დინამოში” ითამაშა, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელ ჩემპიონატში – ოზურგეთის “მერცხალში”. .
თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი” და მოსკოვის “დინამო”, ვლადიკავკაზის “ალანია”, სამარას “კრილია სოვეტოვი”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო “საბურთალომდე”, ის  “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში” მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი