მბაპეს 50-ე გოლი ჩემპიონთა ლიგაში და ტრავმა

0
37

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა. საერთო ეტაპის მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ის ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით თანამემამულე ტიერი ანრის დაეწია.
მბაპეს ამ ნიშნულის მისაღწევად 79 მატჩი დასჭირდა, რაც ტურნირის არსებობის ისტორიაში მე-4 შედეგია. ფრანგი ფეხბურთელი ნიდერლანდელ რუდ ვან ნისტელსროის (62 მატჩი), არგენტინელ ლიონელ მესის (66 მატჩი) და პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის (77) მატჩი ჩამორჩება.
მბაპემ ნახსენებ ტურნირში 50-ე გოლი 25 წლის და 356 დღის ასაკში გაიტანა. მასზე ახალგაზრდა ასაკში ეს  მხოლოდ ლიონელ მესიმ (24 წელი და 284 დღე) მოახერხა. მესამე ადგილზე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (140 გოლი) კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 50 გოლი 28 წლის და 78 დღის ასაკში მიითვალა. მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-9 მოთამაშეა, რომელმაც მეტოქეთა კარი 50-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი