მამარდაშვილისთვის წელი დასრულდა

0
46

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე წელს მოედანზე ვერ გავა. ესპანეთის ლი ლიგის მე-16 ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ საშინაო მატჩის 28-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ბარძაყმა შეაწუხა და ექიმების ჩარევის შემდეგ თამაში გააგრძელა. მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 3-4 კვირა ვერ ითამაშებს.
მან მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 14 თამაში შეუცვლელად ჩაატარა და 22 გოლი გაუშვა. შეგახეენებთ, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს, რომელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი