ლუის ენრიკე: „ვთქვი, რომ საუკეთესო გუნდი გვყავს და არ შევმცდარვარ“

0
4

ლუის ენრიკეს პსჟ მსოფლიოში საუკეთესო გუნდად მიაჩნია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის და ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ხასიათი, რომელიც დღეს პსჟ-მ აჩვენა ძალიან კარგი ნიშანია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა გვიხარია. მატჩი დაუჯერებლად დაძაბული და რთული აღმოჩნდა. „ბაიერნი“ უმაღლეს დონეზე თამაშობდა. „ბაიერნი“ და პსჟ ერთმანეთს ბევრი რამით ჰგვანან – ორივეს მაღალი პრესინგი უყვარს. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ.
ნებისმიერი მატჩისთვის მზად ვართ. ის რაც დავინახეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სასიამოვნო ასეთი დონის გუნდის ყოლა. თვეები ვმუშაობდით, რომ ფინალში ზედიზედ მეორედ გავსულიყავით. უკვე ვთქვი, რომ საუკეთესო გუნდი გვყავს და არ შევმცდარვარ.
„არსენალი“ ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ მოუწევს პრემიერლიგაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა. ჩემი გუნდის ძალაში დარწმუნებული ვარ. თუმცა, რთული სათქმელია ამჟამინდელი პსჟ შარშანდელზე ძლიერია თუ არა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გასამართ ფინალში პსჟ ლონდონის „არსენალს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი