ტიერი ანრი: „კვარამ“ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა“

0
4

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელის ტიერი ანრის თქმით, ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია, როდესაც მეტოქეს ხვიჩა კვარაცხელიას და უსმან დემბელეს დონის გარემარბები ჰყავს.
„ნებისმიერი დაცვისთვის კოშმარია, როდესაც ორი გარემარბი არსებობს, რომელთაც შენი განადგურება სხვადასხვანაირად შეუძლია. ჩვენ ეს „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრაში ვნახეთ.
კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი აართვა, შეუტია და იდეალური პასი მისცა უსმან დემბელეს, რომელმაც მესამე წუთზე გაიტანა. ადრეულმა გოლმა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
ხვიჩას და დემბელეს ერთმანეთის კარგად ესმით. პირველ მატჩში თითოეულმა მათგანმა ორ-ორი გოლი გაიტანეს, ხოლო „კვარამ“ თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ერთი მათგანი მცველების ყურადღებას ადუნებს, ხოლო მეორე თავისუფალ სივრცეს იყენებს – ეს ნამდვილი სანახაობაა. დემბელე ცივსისხლიანი, როდესაც შესაძლებლობა აქვს, ხოლო კვარაცხელიამ დრიბლინგით და მოედნის ხედვით ქაოსს თესავს“ – გაანცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა CBS Sports-სთან.
პსჟ 30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი