“სამტრედია” კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდა

0
53

ვლადიმერ კაკაშვილი გაწვრთნილი “სამტრედია” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას დაემშვიდობა. 35-ე ტურის ბოლო შეხვედრაში სამტრედიელები სტუმრად “თელავს” დაუპირისპირდნენ და 2:5 წააგეს.
“სამტრედიადან” ანგარიში მე-13 წუთზე ერიკ ბარიოსმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 27-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა. მე-40 წუთზე თელაველები თემურ გოგნაძემ დააწინაურა. 52-ე წუთზე სამტრედიელთა კარი თორნიკე მორჩილაძემ აიღო, რასაც 10 წუთში დეიან გეორგიევიჩის გოლი მოჰყვა.68-ე წუთზე სტუმრებიდან ორ ბურთამდე ანგარიში ფრანსუა ეკონგოლომ შეამცირა. “თელავიდან” წერტილი ძირითადი დროსთვის და დამატებულ მე-7 წუთზე დეიან გეორგიევიჩმა დასვა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “სამტრედიას” 27 ქულა აქვსა და ბოლო მე-10 ადგილზეა, ხოლო 34 ქულით მეცხრეა და ლიგაში დასარჩენ პლეი-აუტში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი