ჯოვანი ვან ბრონხორსტი „ბეშიქთაშიდან“ გაუშვეს

0
51

ჯოვანი ვან ბრინხორსტი „ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, იუწყება თურქული კლუბის პრესსამსახური.
ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ექსმცველი „ბეშიქთაშს“ მიმდინარე წლის ივლისიდან ავარჯიშებდა და თურქეთის სუპერთასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 20 მატჩი ჩაატარა – 10 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. 12 ტურის შემდეგ „ბეშიქთაში“ 21 ქულით თურქეთის სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა და მისი დათხოვნის მიზეზი ეს იყო.
48 წლის ვან ბრონხორსტი „ბეშიქთაშამდე“ ნიდერლანდების „ფეინოორდს“, შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსს“ და ჩინეთის „გუანჯოას“ ავარჯიშებდა. მან ყველაზე წარმატებულად „ფეინოორდში“ იმუშავა, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ერთხელ, ორჯერ ნიდერლანდების თასი და ერთხელ სუპერთასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი