აპოელმა კონფერენს ლიგაში მეორედ მოიგო – დვალი არ ათამაშეს

0
45

აპოელმა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო.
მე-5 ტურში კვიპროსელები სტუმრად ნორვეგიის „მიოლდეს“ დაუპირისპირდნენ და ლაიფისის მიერ 41-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით სამი ქულა აიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. აპოელი 7 ქულით 36 გუნდში მე-13 პოზიციაზეა.
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ

ლაშა თაბაგარი