„შახტარმა“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა – აზაროვი ისევ სკამზე

0
70

დონეცკის „შახტარი“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად პსვ-ს შეხვდა და 2:3 დაამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი უკრაინული გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ ათამაშეს. მას მიმდინარე გათამაშებაში არცერთხელ უთამაშია.
„შახტარი“ მე-8 წუთზე სიკანმა დააწინაურა, ხოლო 27-ე წუთზე ზუბკოვმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 69-ე წუთზე დონეცკელებს პედრინიო გაუძევეს. 87-ე წუთზე ერთი ბურთი ტილმანმა გაქვითა, რომელმაც 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვოს დამატებულ მე-5 წუთზე პსვ-ს პეპიმ მოაგებინა.
„შახტარი“ 4 ქულით 36 გუნდში 26-ე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ლაშა თაბაგარი