ქოჩორაშვილის მესამე საგოლე გადაცემა სეზონში

0
50

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თავისი მესამე საგოლე პასი მიითვალა. მე-13 ტურში „ლევანტემ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის შინ „მალაგას“ შეხვდა და 4:2 დაამარცხა.
ქოჩორაშვილი მინდორზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 33-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, საგოლე პასი ივან რომეროს გაუკეთა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. ქართველი ლეგიონერი 68-ე წუთზე შეცვალეს. ქოჩორაშვილმა ამ სეზონში 3 საგოლე გადაცემის გარდა, თავი სამ გოლსაც მოუყარა.
„ლევანტე“, რომლის მიზანი ლა ლიგაში დაბრუნებაა, 26 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი