გრაცის „შტურმმა“, რომელსაც ოთარ კიტეიშვილი კაპიტნობს, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. მე-5 ტურში ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი შინ ესპანეთის „ჟირონას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
საგოლე მომენტებით არცთუ გამორჩეულ შეხვედრის პირველ ტაიმში „ჟირონადან“ ანგარიშის გახსნა ივან მარტინს შეეძლო, რომელმაც თითქმის კარის ხაზიდან ვერ გაიტანა.
58-ე წუთზე ესპანელების საჯარიმოში მყოფი ჯატა ერთ მცველს გასცდა და მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ ბოიგერია, ხოლო ბიერეტმა ახალო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
„შტურმი“ ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს სტუმრად საფრანგეთის „ლილთან“ ჩაატარებს. გრაცელები 3 ქულით 36 გუნდში 29-ე ადგილზე არიან.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





