საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-აუტში სომხეთს შეხვდება

0
74

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენ პლეი-აუტში ცნობილია. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 2025 წლის წლის მარტში ორ შეხვედრას სომხეთთან ჩაატარებს, რომელმაც C ლიგის მე-4 ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს სტუმრად 20 მარტს ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს – 23 მარტს. პირველ შევხედრაში ჩვენ გუნდს კაპიტანი ცენტრალური მცველი გურამ კაშია და შეტევის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ ცვენმა გუნდმა ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში 7 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-აუტში ამიტომ თამაშობს. ჯგუფი ჩეხეთმა 11 ქულით მოიგო და A ლიგაში ავტომატურად გადავიდა. მეორე ადგილზე 8 ქულით უკრაინა გავიდა, რომელიც A ლიგაში გადასვლელ პლეი-ოფს ითამაშებს. ბოლო ადგილი 6 ქულით ალბანეთამ დაიკავა და C ლიგაში გავარდა.
კენჭისყრაში საპატიო სტუმრის სტატუსით შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი იოჰან ჯურუ მონაწილეობდა.
ლაშა თაბაგარი