რონალდუს კიდევ ერთი სანაკრებო რეკორდი

0
57

კრიშტიანუ რონალდუ ეროვნული ნაკრების მაისურით მოპოვებულ გამარჯვებათა რაოდენობით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.
ერთა ლიგის A ლიგის მე-5 ტურში პორტუგალიელებმა შინ პოლონეთი 5:1 გაანადგურეს და 39 წლის ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მისთვის ეს გამარჯვება კარიერაში 132-ე აღმოჩნდა და ლეგენდარულ სერხიო რამოსს გაასწრო, რომელმაც ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ერთად 131 თამაში მოიგო.
გარდა ამისა, რონალდუს კიდევ ორი რეკორდი ეკუთვნის – ნაკრებში ჩატარებული მატჩების (217) და გატანილი გოლების (135) რაოდენობით. ცნობისთვის, რონალდუმ კარიერის მანძილზე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე საერთო ჯამში 910 გოლი მიითვალა.

ლაშა თაბაგარი