საქართველოს ნაკრების და “სენტ ეტიენის” შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ოქტომბერში დავითაშვილმა სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ზურიკომ ორჯერ „ანჟეს“ გაუტანა, ხოლო „ოსერის“ წინააღმდეგ ჰეთ თრიკი შეასრულა და პირველი გოლი საფრანგეთში ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან ერთად თვის საუკეთესოს წოდებისთვის ბრედლი ბარკოლა (პსჟ) და ლუკას შევალიე („ლილი“) იბრძოდნენ.





