„სპორტინგმა“ „სიტის“ შანსი არ დაუტოვა – დიოკერეშმა იბრას მიღწევა გაიმეორა

0
43

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში „მანჩესტერ სიტი“ ლისაბონის „სპორტინგს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის მე-4 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულმა ფილ ფოდენმა მეკარისგან ახლო კუთხეში ძლიერად დაარტყა და „სიტი“ დააწინაურა – 0:1. 38-ე წუთზე ლისაბონელთა შვედმა ფორვარდმა დიოკერეშმა მცველს სისწრაფეში აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
46-ე წუთზე „სპორტინგის“ კონტრშეტევის დროს ამჯერად მეკარესთან მარტო არაუხო აღმოჩნდა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. 49-ე წუთზე პენალტი ზუსტად დიოკერეშმა დაარტყა, ხოლო 20 წუთში ერლინგ ჰოლანდმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა – ბურთი ძელს მოხვდა. დიოკერეშმა მე-80 წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა, როდესაც მეორე პენალტი გამოიყენა. შეასრულა. ის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, მეორე შვედი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩმა 2013 წლის ოქტომბერში ბელგიის „ანდერლეხტთან“ დაპირისპირებაში ოთხი გოლი მიითვალა.
„მანჩესტერ სიტიმ“ 2018 წლის შემდეგ პირველად ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. „სპორტინგთან“ თამაშამდე „სიტი“ ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემთან“ დამარცხდა, ხოლო პრემიერლიგაში – „ბორნმუთთან“.
2018 წელს „სიტი“ ინგლისის ჩემპიონატში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უქულოდ დარჩა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ „ლივერპულმა“ მოუგო.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი