„უოტფორდი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-14 ტურში სტუმრად „სუონსის“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველსო ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეთოთხმეტედ მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე პერტ-ჰარისმა გაიტანა. „უოტფორდი“ 22 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





