ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში მადრიდის „რეალმა“ „მილანი“ მიიღო და ქულაც ვერ აიღო. მატჩის მე-12 წუთზე პულიშიჩმა კუთხური ჩააწოდა და ტიავმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 23-ე წუთზე მილანელთა მცველმა ემერსონმა თავის საჯარიმოში ვინისიუს ჟუნიორი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ზუსტად დაარტყა – 1:1.
39-ე წუთზე სტუმრების შეტევის დროს მადრიდელთა საჯარიმოში მყოფი მუსას დარტყმული ბურთი უკრაინელმა მეკარე ლუნინმა მოიგერია, ხოლო მორატამ ზუსტად დაამატა – 1:2. 73-ე წუთზე რეინდერსმა წამოიწყო კომბინაცია „რეალის“ ნახევრის მარცხენა ფლანგზე, რომელიც რაფაელ ლეაომ გააგრძელა და საჯარიმოში შესულმა პასი ისევ რეინდერსს მისცა, რომელმაც ანგარიშში სხვაობ ორ ბურთამდე გაზარდა. ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
2022-20223 წლების სეზონის შემდეგ „რეალმა“ ყველა ტურნირში ზედიზედ 2 მატჩი პირველად წააგო. შეგახსენებთ, რომ „მილანთან“ შეხვედრამდე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი შინ „ელ კლასიკოში“ „ბარსელონასთან“ 0:4 დამარცხდა. იმ სეზონში „სამეფო კლუბს“ „მანჩესტერ სიტიმ“ 4:0 აჯობა, ხოლო „ვალენსიამ“ 1:0.
გარდა ამისა, ბოლო 15 წლის მანძილზე „რეალმა“ თავის მოედანზე სამი ან მეტი გოლი პირველად გაუშვა. მაშინ. მადრიდელები ესპანეთის ლა ლიგაში უქულოდ „ბარსელონასთან“ (2:6) და „მალიორკასთან“ (1:3) მატჩებში
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





