გრაცისა “შტურმი”, რომლის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილია, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიას” შეხვდა და მატჩის მიწურულს გაშვებული გოლით მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. მან 43-ე წუთზე ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 95-ე წუთზე მალენმა გაიტანა. “შტურმს” ოთხ მატჩში ქულა არ აუღია და 36 გუნდში 32-ე ადგილზეა.
ავსტრიელები ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს შინ ესპანეთის “ჟირონასთან” ჩაატარებენ.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 ნგუნდი გამოვლინდება, რომlლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ლაშა თაბაგარი





