„იბერიამ“ ისევ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

0
44

თბილისის „იბერია“, რომელსაც ლევან კორღალიძე წვრთნის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. 30-ე ტურში თბილისელები სტუმრად ბოლო დროს აშკარად მოყოჩაღებულ „სამტრედიას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. „იბერიას“ სამი ქულა ისევ ირაკლი სიხარულიძემ მოუტანა, რომელიც თამაშში შეცვალაზე ჩაერთო.
შეხვედრის ბედი  85-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც შეცვლაზე შესულიე 18 წლის გიორგი ტაბატაძე  მარცხენა ფლანგზე ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა პასი სიხარულიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. რომელმაც ამ სეზონში თავის ანგარიშზე მე-5 გოლი ჩაიწერა.
61-ქულიანმა „იბერიამ“ ერთი ქულით გაასწრო გორის „დილას“, რომელიც ხვალ თამაშობს. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „სამტრედია“ 10 გუნდში ბოლოსწინაა.
სამტრედია 0:1 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი