„ბარსელონამ“ „ელ კლასიკოში“ შთამბეჭდავად ითამაშა და მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ადგილობროვ „რეალი“ გაანადგურა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 54-ე წუთზე მარკ კასადოს გადაცემის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ დაახლოებით 18 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. ორ წუთში მარცხენა ფლანგიდან ალეხანდრო ბალდემ საჯარიმოში ჩააწოდა და ლევანდოვსკიმ თავით დუბლი შეასრულა – 0:2. პოლონელ;ი 14 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მან „რეალთან“ ჩატარებულ 14 მატჩში 10 ბურთი შეაგდო.
77-ე წუთზე „ბარსელონას“ მორიგი კონტრშეტევის დროს, რაფინიამ გადაცემა მადრიდელთა საჯარიმოში ლამინ იამალს გაუკეთა, რომელმაც „ცხრიანში“ გაიტანა – 0:3. 17 წლის იამალი „ელ კლასიკოში“ გატანილი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია,. მან თანაგუნდელ ანსუ ფატის მიღწევა გააუმჯობესა. 84-ე წუთზე ინიგო მარტინესმა მეკარესთან პირისპირ ბრაზილიელმა რაფინია გაიყვანა, რომელმაც კარიდნ წინ გამოსულ ლუნინს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 0:4,
„ბარსელონამ“ ბოლო 5 „ელ კლასიკოში“ პირველად გაიმარჯვა. მანამდე, ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა. „ბარსამ“ 101-ე „კლასიკო“ მოიგო, ხოლო „რეალის“ ანგარიშზე 105 გამარჯვებაა.
ესპანეთის ლა ლიგაში „რეალის“ 42-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. მათ „ბარსას“ რეკორდის გამეორებამდე ერთი მატჩი დააკლდათ.
გერმანელი ჰანსი ფლიკი 2013 წლის შემდეგ პირველი მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო „ელ კლასიკო“ მოიგო. მანამდე, იმავე არგენტინელმა ხერარდო მარტინომ მოახერხა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ლა ლიგაში 11 შეხვედრიდან 10 მოიგეს – 37 გოლი გაიტანეს და 10 გაუშვეს. „ბარსელონა“ 30 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





