ბერიძის პირველი გოლი სეზონში

0
59

გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „ქოჯაელისფორი“, რომელშიც ქართველი ფორვარდი გამოდის, სტუმრად „ანკარაგუჯუს“ შეხვდა და 2:4 დამარცხდა. 56-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, ბერიძემ ანგარიში გაათანაბრა. „ქოჯაელისფორი“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
პოლონეთი ექსტრაკლასას მე-13 ტურში „კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა თავის მოედანზე ლუბლინის „მოტორს“ 6:2 სძლია. 79-ე წუთზე, როცა კრაკოველები 4:2 იგებდნენ, საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 26 ქულით 18 გუნდში მე-3 ადგილზეა.
ირანის ჩემპიონატის მე-9 ტურში „პერსეპოლისმა“ :შამს აზარი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი გველესიანმა შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლის“ 17 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი