ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც უზბეკეთის სუპერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, „კიზილკუმის“ მაისურით თავისი მე-8 გოლი გაიტანა. 22-ე ტურში „ქიზილქუმი“ შინ ტაშკენტის „ფახთაქორს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაიტანა. მატჩის მე-10 წუთზე მეტოქის ნახედვარზე მყოფ აკაკი შულაია ერთ მცველს გაცდა და მარჯვნიდან საჯარიმოში შესულმა პასი კარის წინ გახსნილ ლობჯანიძეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. შულაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლობჯანიძემ მოედანი 51-ე წუთზე დატოვა, „ქიზილქუმს“ ორი ტაიმი გიორგი კუხიანიძემ უკაპტნა. „ქიზილქუმი“ 26 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი
