ქვილითაიას მორიგი გოლი და ტრავმა

0
60

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მე-5 გოლი გაიტანა.
მე-8 ტურში „არისი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გამოდის „ნეა სალამინას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ანგარიში მე-12 წუთზე ქვილითაიამ გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთესად გაერკვა და ახლო მანძილიდან ვარდნაში ბურთი კარში გაგზავნა. მან 32-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
„არისი“ 20 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი