პაპუნაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა

0
59

გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-11 ტურში „ზირე“, რომლშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი გამოდის, სტუმრად უშუალო კონკურენტ ნახჩევანის „არაზს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
30-ე წუთზე პაპუნაშვილმა მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან მეკარისგან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორვარდი დავით ვოლკოვი. „ზირე“ 17 ქულით 10 გუნდსი მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი