ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით საფრანგეთის ლიგა 1-ში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ეს მისი გუნდის საბოლოოს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მე-9 ტურში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ანჟერს“ შეხვდა და 2:4 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა პირველი გოლი მე-16 წუთზე გაიტანა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:1. პირველ ჯერზე მისი დარტყმული ბურთი მოიგერია მეკარემ, რომელსაც ორივე ფეხით ერთ ხაზზე არ ჰქონდა და ამიტომ არბიტრმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, თერთმეტმეტრიანი ახლიდან დანიშნა.
57-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, დავითაშვილმა ბურთი „ანჟერის“ საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და დაახლოებით 18 მეტრიდან „ცხრიანში“ გაიტანა – 2:2. თუმცა, დარჩენილ დროში „სენტ-ეტიენმა“ კიდევ ორი გოლი გაუშვა და სახლში უქულოდ დაბრუნდა. დავითაშვილი 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და მის ანგარიშზე ასევე 2 საგოლე გადაცემაა.
„სენტ-ეტიენს“ 15 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
