მამარდაშვილის „ვალენსია“ ბოლო ადგილზე დაეშვა

0
42

„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში შინ „ლას პალმასს“ შეხვდა, რომელსაც მანამდე ამ სეზონში თამაში არ მოეგო და ქულაც ვერ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემე შეუცვლელად ითამაშა და როგორც არაერთხელ მომხდარა, გუნდის მარცხში ყველაზე ნაკლები წვლილი მას მიუძღვის. მან პირველ ტაიმში ერთი რთული დარტყმა მოიგერია, ხოლო მეორეს დასაწყისში “ცხრიანში” გაგზავნილი ბურთი “ჩამოხსნა”. მასპინძლები მე-14 წუთზე პეპელუმ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა – 1:0. 43-ე წუთზე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი ალექს მუნიოსმა გაიტანა- 1:1. 53-ე წუთზე კუნძულელები ფაბიო სილვამ დააწინურა – 1:2. 84-ე წუთზე ალექს მოლეიორმ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 1:3. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ვალენსიადან“ გოლი სესარ ტარეგამ გაიტანა – 2:3.
უშუალო კონკურენტთან წაგების შემდეგ, „ვალენსიას“ 6 ქულა დარჩა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ესპანეთის ლა ლიგის 6-გზის ჩემპიონ ვალენსიელებისთვის ბოლო 67 წლის მანძილზე ეს შედეგია ყველაზე ცუდია.
ლაშა თაბაგარი