ვახტანგ ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-12 ტურში „იაბლონეცი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი გამოდის, შინ გათამაშების ლიდერ პრაღის „სლავიას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
66-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:2 იგებდნენ, ჭანტურიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა – 1:2.
„იაბლონეცი“ 17 ქულით 16 გუნდში მე-7 ადგილზეა.
ესტონეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „ტრანსი“ გასვლაზე „ნომე კალიუს“ დაუზავდა – 2:2. სტუმართა რიგებიდან 58-ე წუთზე პენალტი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე 6 გოლი და 9 საგოლე პასი ჩაიწერა. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად სასტარტოში გიორგი კუხიანიძე იყო, რომელიც 89-ე წუთზე შეცვალეს.
„ტრანსი“ 37 ქულით 10 გუნდში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





