„იბერიამ“ „ტორპედოს“ შანსი არ დაუტოვა და გალიდერდა

0
56

ლევან კორღალიძის დანიშვნის შემდეგ თბილისის „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისელებმა დღემდე ლიდერ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლესე და საუცხოო სტილში დაამარცხეს, რის წყალობით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
შეხვედრის მე-3 წუთზე იური ტაბატაძემ მეტოქის საჯამოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა მარცხენა მახვილი კუთხიდან შეასრულა და სერბ მეკარე ფილიპ კლიაიჩს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო შეიკნე სილამ ანგარიში გახსნა. 35-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა შეიკნე სილამ კარში არ დაარტყა და პასი გააკეთა, ლაშა შერგელაშვილმა თითქოს ჩაჭრა ბურთი, რომელიც საბოლოოდ გაექცა, ტაბატაძემ კი ერთი შეხებით მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. 38-ე წუთზე შეიკნე სილას კარგი გადაცემის მერე ოთარ მამაგეიშვილმა მარტო დარჩა კლიაიჩთან, რომელსაც თავსე ზემოთ ბურთი ოსტატურად გადაუგდო – 3:0.
54-ე წუთზე „ტორპედოს“ შოტლანდიელმა მწვრთნელმა სტივ კინმა მამადუ სახო შეცვალა, რომელმაც ტრავმა მიიღო.
63-ე წუთზე თბილისელთა ნახევარზე მყოფმა ცოტნე ფაცაციამ „იბერიას“ საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი ისე რომ არავის შეხებია კარში აღმოჩნდა. თუმცა, მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა გოლი არ ჩათვალა, რადგან ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და კარის წინ მდგომ მომო იანსანეზე, რომელმაც ნახტომში ფეხი „იბერიას“ მცველ ცოტნე კაპანაძეს ზურგში ჩაარტყა, წესის დარღვევა დააფიქსირა. აფციაურმა გვინეელ ფორვარდს ყვითელი ბარათი აჩვენა.
„იბერიამ“ 58 ქულა დააგროვა და 10-გუნდია სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 57 ქულით მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
იბერია 1999 3:0 ტორპედო 
;ლაშა თაბაგარი