„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჯანიძე გამოდის, MLS-ის პლეი-ოფის 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის დიდი დამსახურებაა.
რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ატლანტელები სტუმრად „ორლანდო სიტის“ შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-7 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ამადორთან „კედლის“ გათამაშების შემდეგ შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
47-ე წუთზე, როცა „ატლანტა“ 2:0 იგებდა. „ორლანდოს“ მცველმა თავის საჯარიმოში ქართველი ლეგიონერი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც რუსმა ალექსეი მირანჩუკმა ვერ გა,მოიყენა.
ლობჟანიძემ რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა, მისი გუნდი პლეი-ოფის 1/16-ფინალში „მონრეალს“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





