გულიაშვილის კიდევ ერთი მაღალი დონის მატჩი

0
12

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოს“ შემადგენლობაში ბოსნიის ჩემპიონატში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა.
მე-10 ტურში „სარაევომ“ შინ „ველეჟს“ შეხვდა და 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გულიაშვილმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც თანაგუნდელის პასის შემდეგ კარის შორეულ ძელთან მყოფმა ვარდნაში ზუსტად დაარტყა – 3:0. გარდა ამისა, მან 2 საგოლე გადაცემა გააკეთა – ერთხელ „ველეჟის“ საჯარიმოში პარტნიორს თავით უპასა, ხოლო მეორე შემთხვევაში სტუმართა ნახევარზე მცველს გვერდი აუარა და თანაგუნდელი მეკარესთან პირისპი დატოვა. გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში მოწინააღმდეგის კარი 9-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ბომბარდირთა დავაში ლიდერია. “ველეჟში” ზურაბ მუსელიანმა 77-ე წუთიდან ითამაშა. “სარაევო” 21 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი