თომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მწვრთნელია

0
42

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელია. 51 წლის გერმანელი სპეციალისტი მუშაობას 2025 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება, ინგლისური მედიის ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 4,5 – 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება. შვედი სვენ-გორან ერიქსონის და იტალიელი ფაბიო კაპელოს შემდეგ, ტუხელი მესამე უცხოელია, რომელიც ინგლისის ეროვნულ გუნდში იმუშავებს.
ტუხელი გასულ სეზონში მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა, რომელიც ზაფხულში დატოვა. მანამდე, ის „მაინცში“, დორტმუნდის „ბორუსიაში“, პსჟ-ში და „ჩელსიში“ მუშაობდა.
მან „ბორუსიას“ გერმანიის თასი მოაგებინა, ხოლო პსჟ-ს ორჯერ საფრანგეთის ლიგა 1-ში გაამარჯვებინა. ტუხელმა „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და ევროპის სუპერთასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი