პეპ გვარდიოლა: „ეს ტყუილია“

0
56

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცად მისი სავარაუდო დანიშვნის შესახებ.
„ეს ტყუილია. მე „მანჩესტერ სიტის’ მწვრთნელი ვარ. კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ჯერ არაფერი გადამიწყვეტია და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ვნახოთ მომავალში რა მოხდება. ყველაფერი უნდა მოვიფიქრო და გადავწყვიტო რა მსურს“ – იუწყება Sky Sports-ის ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს, რომელსაც „სიტისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება.
ევრო 2024-ის შემდეგ, სადაც ინგლისის ნაკრები ფინალში ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გარეთ საუთგეიტი გადადგა, ხოლო ბრიტანელებს დროებით ლი კარსლი ავარჯიშებს.
ლაშა თაბაგარი