ინიესტას რჩევა იამალს

0
5

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ლეგენდამ ანდრეს ინიესტამ კატალონიური კლუბის 17 წლის გარემარბ ლამინ იამალს ურჩია ფეხბურთით ტკბობა გააგრძელოს.
„იამალის გარემოცვა მას სწორი მიმართულებით სვლაში უნდა დაეხმაროს. ის 17 წლისაა და წინ მთელი კარიერა აქვს. ყველაფერი რაც მან დღეს უნდა გააკეთოს, ეს ფეხბურთით ტკბობაა ისეთივე თავისუფლების შეგრძნებით, როგორც ამას საფეხბურთო სკოლის მოედანზე გააკეთებდა“ – იუწყება Barca Universal ინიესტას ნათქვამს, რომელმაც გასულ კვირაში კარეირა დაასრულა.
იამალმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი