ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან აშშ-ში, მექსიკაში და კანადაში გასამართი ტურნირისთვის შემდეგ ფეხბურთელები შეარჩია.
მეკარეები: ბარტ ვერბრიუგენი („ბრაიტონი“, ინგლისის), მარკ ფლეკენი („ლევერკუზენი“, გერმანია), რობინ რუფსი („სანდერლენდი“, ინგლისი).
მცველები: ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული“, ინგლისი), იან პოლ ვან ჰეკე („ბრაიტონი“, ინგლისი), ნათან აკე („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), მიკი ვან დე ვენი („ტოტენჰემი“, ინგლისი), დენზელ დუმფრისი („ინტერი“, იტალია), იორელ ჰატო („ჩელსი“, ინგლისი), იურიენ ტიმბერი („არსენალი“, ინგლისი).
ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი („ბარსელონა“, ესპანეთი), ტიჯანი რეინდერსი („მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ჯასტინ კლუივერტი („ბორნმუთი“, ინგლისი), კვინტენ ტიმბერი („მარსელი“, საფრანგეთი), ტეუნ კოპმაინერსი („იუვენტუსი“, იტალია), რაიან გრავენბერხი („ლივერპული“, ინგლისი), მარტენ დე რონი („ატალანტა“, იტალია), გუს ტილი (პსვ, ნიდერლანდები), მატს ვიფერი („ბრაიტონი“, ინგლისი).
თავდამსხმელები: კოდი გაკპო („ლივერპული“, ინგლისი), დონიელ მალენი („რომა“, იტალია), ბრაიან ბრობი („სანდერლენდი“, ინგლისი), ნოა ლანგი („გალათასარაი“, თურქეთი), მემფის დეპაი („კორინთიანსი“, ბრაზილია), ვოუტ ვეგჰორსტი („აიაქსი“), კრისენსიო სამერვილი („ვესტ ჰემი“, ინგლისი).
მუნდიალზე ნიდერლანდები F ჯგუფში იაპონიას, შვედეთსა და ტუნისს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





