გიორგი ყრუაშვილმა ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში ჰელსინკში ფინეთსა და ინგლისს შორის გამართული მატჩი იმსაჯა, რომელიც ბრიტანელებმა 3:1 მოიგეს.
ყრუაშვილის ასისტენტები ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იყვნენ, ხოლო მეოთხე მსაჯად გიორგი ავაზაშვილი განაწესეს. VAR-ის ოთახში ალეკო აფციაურმა იმუშავა.
ინგლისელებიდან მე-18 წუთზე ანგარიში ჯეკ გრილიშმა გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე ტრენტ ალეხანდერ-არლონდმა სტუმრები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 84-ე წუთზე ფინელების კარი დეკლან რაისმა აიღო. 87-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ჰოსკონენმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი
