ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სან-სებასტიანში ადგილობრის „რეალ-სოსიედადს“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში მეხუთე თამაში წააგო.
მატჩის მე-9 წუთზე „რეალ-სოსიედადმა“ ძალიან კარგი კონტრშეტევა განახორციელა და მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა სერხიო გომესმა პასი კარის წინ მარტო დარჩენილ ტაკეფუსა კუბოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა – 1:0.
38-ე წუთზე სერხიო გომესმა ჯარიმის შესრულების დროს პასი „ვალენსიას“ საჯარიმოში აგუერდს გაუკთა, რომლის დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ტაიმის მიწურულს კუბომ ბურთი სტუმართა საჯარიმოსი მიიღო და ტრავმირებული ვასკესის ნაცვლად მოედანზე შესულ ტიერი კორეას გაცდა, რის შემდეგ, შორეულ კუთხეში სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზსუტად დაარტყა.
„ვალენსია“ მეტოქის კარს პირველად სახიფათიდ 54-ე წუთზე დაემუქრა, როდესაც პეპელუს შორეული დარტყმის შემდეგ, ალექს რემირომ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. 64-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და დანი გომესმა ახლო მანძილიდან თავით ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
68-ე წუთზე აგუერომ დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში ბურთი მოიგერია. 75-ე წუთზე ოსკარსონმა ახლოა მანძილიდან ვარდნაში ვალენსიელთა კარში დაარტყა და მამარდაშვილმა სტუმრები კიდევ ერთი ბურთის გაშვებისგან იხსნა. მე-80 წუთზე სან-სებასტიანელთა კონტრშეტევის დროს საჯარიმოში შესულმა ბრაის მენდესმა საუცხოო პასი მისცა ოსკარსონს, რომელმაც ერთი შეხებით სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე “ვალენსიას” დაცვა “ჩავარდა” და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა სერხიო გომესმა კარსი დარტყმის ნაცვლად პასი ოსკარსონს მისცა, რომელმაც დუბლი შეასრულა. „ვალენსია“ 5 ქულით 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





